აკუკონის ყოველწლიური შეკრება
31.10.2023
საქართველოში შეიკრიბნენ აკუკონის საქართველოს და საერთაშორისო ოფისების თანამშრომლები
2023 წლის 4-6 ოქტომბერს აკუკონის საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები შეიკრიბნენ საქართველოში, მცხეთის რაიონის სოფელ ახალუბანში მდებარე სასტუმრო 'ვილა მოსავალში', რომლის აკუსტიკისა და ხმის იზოლაციის პროექტის ავტორია 'აკუკონ საქართველო'.
საქართველოს სტუმრობდნენ თანამშრომლები ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და იერუსალიმის ოფისებიდან. შეკრებისას დრო დაეთმო როგორც საქმიანი თემებისა და სამომავლო გეგმების განხილვას, ისე კულტურულ ღონისძიებებს.
შეკრების მეორე დღეს, სასტუმროს საკნფერენციო დარბაზში, გაიმართა სემინარი, რომლის დროს თანამშრომლებმა სხვადასხვა ოფისებიდან წარმოადგინეს პრეზენტაციები, როგორც აკუსტიკისა და ხმის იზოლაციის თემატიკაზე, ასევე კომპანიის მართვის ორგანიზაციული საკითხების შესახებ.
სემინარზე გაიმართა პრეზენტაციების თემების აქტიური განხილვა, ჯანსაღი და პროდუქტიული დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. აგრეთვე, აკუკონის თანამშრომლებმა განიხილეს 2023 წლის საინტერესო პროექტები, დრო დაეთმო ფინანსურ ანალიზს და დაიგეგმა მომავალი წლის განვითარების მიმართულებები.
სემინარის შემდეგ, იმავე სასტუმროს ღვინის ქარხანაში და მარანში გაიმართა ღვინის ტური. ტურის წამყვანის მეშვეობით სტუმრები გაეცნენ ღვინის დაყენების როგორც ევროპულ, ისე ტრადიციულ ქართულ ტექნოლოგიას. ტურის დასვნითი ნაწილი დაეთმო არაჩვეულებრივი ღვინის სახეობების დეგუსტაციას.
შეკრების მესამე დღეს გაიმართა ექსკურსია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, სტუმრებმა დაათვალიერეს გერგეთის სამება და მოინახულეს საზღვრისპირას მდებარე დარიალის სამონასტრო კომპლექსი.