კომპანიის შესახებ

აკუკონი წარმოადგენს ნომერ პირველ კომპანიას აკუსტიკის, ხმაურის იზოლაციისა და აუდიოვიზუალური პროექტირების სფეროში ფინეთსა და ბალტიის ქვეყნებში. აკუკონი არის 80-ზე მეტი პროფესიონალი ექსპერტით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო კორპორაცია.

ჩვენი საქმიანობა იყოფა ოთხ ძირითად კატეგორიად: სივრცის შიდა აკუსტიკა, ხმაურისა და ვიბრაციის კონტროლი, აუდიოვიზუალური პროექტირება და ხმაურისა და სივრცის აკუსტიკის აკრედიტირებული აზომვები.

ადამიანების გარემო ხმაურისგან დაცვით, ჩვენ ვქმნით უკეთეს საცხოვრებელ პირობებს და უსაფრთხო, ქმედითუნარიან და ვიზუალურად უკეთეს სამუშაო გარემოს. ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად უმჯობესდება ადამიანების ჯანმრთელობა და იზრდება მათი საქმიანობის ეფექტურობა.

მოწესრიგებული აკუსტიკა საჭიროა თითქმის ყველა იმ სივრცისთვის, რომელშიც ადამიანს უწევს ყოფნა. ეს ეხება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე სამუშაო სივრცეებსა თუ გასართობ დაწესებულებებს.

შენობის შიდა სივრცის არქიტექტურა და მასში არსებული ავეჯის ზედაპირები თუ სპეციალური აკუსტიკური პანელები მოქმედებს ბგერითი ტალღების მოძრაობაზე და მათ სიმძლავრეზე, რითიც თავის მხრივ რეგულირდება რევერბერაციის დრო და საუბრის გარჩევადობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას ხმის იზოლაცია, როგორც მომიჯნავე სივრცეებს შორის, ისე ქუჩიდან მომავალი ხმაურისგან. ამიტომ საჭიროა ახალი მშენებლობისა და არსებული შენობის განახლების პროექტირების დროს გათვალისწინებულ იქნას შიდა აკუსტიკა და ხმის იზოლაცია.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ფინეთში, ხოლო ფილიალები ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენი საკრედიტო რეიტინგია AAA და ხარისხის მართვის სისტემა აკმაყოფილებს ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებს.

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: