შეკრება ლატვიაში

ლატვიის დედაქალაქ რიგაში და ქალაქ ცესისში შეიკრიბნენ აკუკონის ფინეთისა და საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები

მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში აკუკონის საერთაშორისო ოფისების წარმომადგენლები შეიკრიბნენ ლატვიის დედაქალაქ რიგაში და ქალაქ ცესისში, ერთ-ერთ ისტორიულ ქალაქში. შეხვედრებისას დრო დაეთმო როგორც საქმიანი თემების განხილვას და დაგეგმარებას, ისე კულტურულ ღონისძიებებს.

ცესისში შეკრების მთავარი მიზანი იყო გასული წლის შეჯამება და მომავალი წლის დაგეგმარება. მსოფლიოში მიმდინარე ყველასთვის ცნობილი მოვლენები შეეხო თითქმის ყველა სფეროს და გამონაკლისი არც ჩვენი კომპანიების მუშაობა იყო.

აკუკონის თანამშრომლებმა განიხილეს 2022 წლის საინტერესო პროექტები, დრო აგრეთვე დაეთმო ფინანსურ ანალიზს და დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი.

ცესისის ციხე. ცესისი, ლატვია

გაზიარება

  • Facebook
  • Twitter

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: