სასტუმრო კომპლექსი ვილა მოსავალი

აკუსტიკური პროექტი, რომელიც შესრულდა სასტუმრო კომპლექს "ვილა მოსავალი"-სთვის, აკუკონ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია.

სასტუმრო კომპლექსი ვილა მოსავალი

სასტუმრო კომპლექსი ვილა მოსავალი მდებარეობს მცხეთის რაიონის სოფელ ახალ უბანში. სასტუმრო ნომრების ხმის იზოლაციისა და რესტორნის აკუსტიკის პროექტი აკუკონ საქართველომ შეასრულა 2019 წლის ბოლოს.

ნომრები თამამად პასუხობს ხმის იზოლაციის მოთხოვნებს. ნომრები განლაგებულია რესტორნის ზევით, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს სტუმრის სიმყუდროვე სარესტორნო მუსიკისგან და ხმაურისგან.

ასევე მნიშვნელოვანია თავად რესტორანში მოწესრიგებული იყოს აკუსტიკა, რაც როგორც მუსიკის შემსრულებლისთვის, ისე სტურისთვის დიდი კომფორტია.

რესტორანი, ვილა მოსავალი

სასტუმრო კომპლექსის მყუდრო და მშვენიერი გარემოს, ასევე ჯეროვნად შესრულებული აკუსტიკური პროექტის შედეგად ვილა მოსავალი დღესდღეობით არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასასვენებელი ადგილი საქართველოში.

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: