საქართველოს პარლამენტის აკუსტიკის პროექტი

აკუკონის გამორჩეულ პროექტებს შორისაა თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზის აკუსტიკის პროექტი

თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობის განახლების შემდეგ გაჩნდა სასესიო დარბაზში საუბრის გარჩევადობის გაუმჯობესების საჭიროება. პირველი ეტაპის პროექტირება ეკუთვნის კომპანია აკუკონს, რაც გულისხმობდა აკუსტიკური გარემოს და საუბრის გარჩევადობის გაუმჯობესებას დაახლოებით 25-30%-ით. განხორციელდა რევერბერაციის დროის, საუბრის გარჩევადობის და გახმოვანების სისტემების აზომვითი სამუშაოები.

აზომვებში და პროექტირებაში მონაწილეობას იღებდნენ მოწვეული სპეციალისტები, კომპანია "აკუსტოს" აკუსტიკის კონსულატანტი აკაკი ჯაფარიძე, აგრეთვე აკუკონის ჰელსინკის სათაო ოფისის თანამშრომლები პერტუ ლაუკანენი და მიკო იოენპოლვი.

პროექტირებაზე დაყრდნობით შესრულებული სამუშაოების შედეგად დარბაზში აკუსტიკური მდგომარეობა და საუბრის გარჩევადობა გაუმჯობესდა 35-40%-ით.

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: