ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
აკუკონ საქართველოს დაევალა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის არსებული აკუსტიკური პროექტის რევიზია.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2020 წლის 21 ოქტომბერს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. აკუკონ საქართველომ 2019 წლის ბოლოს შეასრულა უნივერსიტეტის კამპუსის არსებული აკუსტიკური პროექტის რევიზია.
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მოიცავს უამრავ ისეთ სივრცეს, რასაც სჭირდება მოწესრიგებული აკუსტიკური გარემო. უამრავი საერთაშორისო კვლევა გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამართული აკუსტიკური გარემო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მყოფი ადამიანებისთვის, როგორც სტუდენტისთვის ისე ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებისთვის.
შეთანხმების მიხედვით, პროექტის რევიზიისთვის აკუსტიკური მოთხოვნები აღებულ იქნა Building Bulletin 93 (BB93) სტანდარტიდან [1]. BB93 არის ინგლისის განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დოკუმენტი და წარმოადგენს სასწავლო დაწესებულების აკუსტიკური მოწყობის სტანდარტს, რაც მოიცავს სალექციო დარბაზებს, სემინარის ოთახებს, ოფისებსა და სხვა სივრცეებს.
რევიზია მოიცავდა სალექციო დარბაზების, სემინარის ოთახების, კომპიუტერის ოთახების, კაფეტერიის, ოფისისა და დერეფნების სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენას. აღნიშნული სივრცეების სტანდარტებთან შესაბამისობა გულისხმობს რევერბერაციის დროისა და საუბრის გარჩევადობის ინდექსის დარეგულირებას. აკუკონ საქართველომ თავისი წვლილი შეიტანა სტუდენტურ ქალაქში არსებული სივრცეებისთვის გამართული აკუსტიკური გარემოს შექმნაში.