BNAM2026 კონფერენცია და "აკუკონ საქართველოს" ნაშრომის წარდგენა

31.5.2026

შვედეთის ქალაქ გიოტებორგში, ჩალმერსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში ჩატარდა აკუსტიკისა და ხმის იზოლაციის შესახებ კონფერენცია BNAM2026 (Baltic-Nordic Acoustics Meeting)-ის ფარგლებში.

ჩალმერსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, გიოტებორგი, შვედეთი

2026 წლის 4-6 მაისს, შვედეთის ქალაქ გიოტებორგში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ჩალმერსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, "აკუკონ საქართველოს" ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა ნაშრომი საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკუსტიკის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოში ზოგადად აკუსტიკისა და ხმის იზოლაციის საჭიროების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ნორმების დამკვიდრების პარალელურად მნიშვნელოვანია განისაზღვროს შესაბამისი რეგულაციები სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც.

ჩალმერსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, გიოტებორგი, შვედეთი

პრეზენტაცია ეხებოდა საქართველოში სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში, სპორტულ დარბაზებში, სალექციო დარბაზებსა, სასადილოებში და სხვა სივრცეებში მოწესრიგებული აკუსტიკური გარემოს მნიშვნელობას, მის ზემოქმედებას მოსწავლეების და სტუდენტებისა სწავლის დონეზე და მასწავლებლებისა და ლექტორების ჯანმრთელობაზე.

ნაშრომი მომზადდა ნიკოლოზ ჭეღელიძის, არჩილ ჭეღელიძისა და ლევან ქუმსიაშვილის ერთობლივი მუშაობის შედეგად. "აკუკონ საქართველო" წლების განმავლობაში მუშაობს ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით და ცდილობს საქართველოს სასწავლო დაწესებულებებში აკუსტიკური და ხმის საიზოლაციო ნორმების დამკვიდრებაზე ზეგავლენის მოხდენას.

ნიკოლოზ ჭეღლიძე, აკუკონ საქართველო

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის კონკრეტული მაგალითები. ხსენებული დაწესეულებების სხვადასხვა სივრცეების აკუსტიკურ მოწყობაზე გასულ წლებში იმუშავა "აკუკონ საქართველომ".

კონფერენციაზე აკუკონის საერთაშორისო კომპანია ჯამში 14 თანამშრომელით და 3 პრეზენტაციით იყო წარმოდგენილი. ნაშრომები ნიკოლოზ ჭეღელიძის გარდა წარადგინეს ჰენრიკ მიოლერმა (ფინეთის სათავო ოფისი) და დენის მირონოვსმა (ლატვიის ოფისი).

კონფერენციის პარალელურად, უნივერსიტეტში გაიმართა აკუსტიკური და ხმის საიზოლაციო მასალების, ასევე შესაბამისი მოწყობილობების პრაქტიკული სემინარი (Workshop).

ღონისძიებაზე კომპანია „აკუკონის“ სათავო ოფისმა წარადგინა კალიბრაციის მოწყობილობები და მომსახურების სერვისები.

დატვირთული კონფერენციის შუალედში გაიმართა გალა ღონისძიება. კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ განტვირთვის საშუალება არაფორმალურ და შესანიშნავ გარემოში გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.

გაზიარება

  • Facebook
  • Twitter

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: