ქუთაისის ოპერის აკუსტიკის პროექტი

31.8.2022

ქუთაისში გაიმართა ოპერის თეატრის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია. აკუსტიკის დიზაინის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, აკუკონმა შეიმუშავა.

2021 წლის აპრილის თვეში ქუთაისი ოპერის თეატრში კულტურის მინისტრის ვიზიტისას გამოიკვეთა თეატრის განახლების საჭიროება. რეაბილიტაციის პროექტირება, მათ შორის აკუსტიკის მიმართულებით, დასრულებულია.

ქუთაისის ოპერის აკუსტიკის პროექტის პრეზენტაცია, ჰენრიკ მიოლერი. ქუთაისი, საქართველო

"საქართველოს კულტურის, სპორტისა დ აახალგაზრდობის სამინისტროს" მიერ 2022 წლის თებერვალში გამოცხადდა ტენდერი სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის, რაშიც გაიმარჯვა გაიმარჯვა არქიტექტურულ-საპროექტო კომპანია შპს „ჯორჯიან ჰაუსმა“. აკუსტიკის დიზაინის პროექტი, „ჯორჯიან ჰაუსის“ დაკვეთით, კომპანია „აკუკონმა“ შეიმუშავა.

ოპერის თეატრი სრულიად განახლდება და აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით, ასევე გაძლიერდება ადამიანური რესურსით, რაც თეატრს საშუალებას მისცემს მსოფლიოში წარმატებულ თეატრთა რიგში ჩაყენებას.

პრეზენტაციაზე პროექტის აკუსტიკური ნაწილის წარდგენა მოხდა ჰენრიკ მიოლერის, აკუკონის თანადამაარსებლისა და დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის მიერ.

გაზიარება

  • Facebook
  • Twitter

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: