აკუსტიკა

სივრცის აკუსტიკური პროექტირების მიზანია ობიექტის ფუნქციის მიხედვით სწორი აკუსტიკური გარემოს მიღწევა ბგერის თვისებების შესაბამისი კონტროლით, სივრცეში არსებული ზედაპირების მასალებისა და აკუსტიკური ელემენტების დახმარებით.

სივრცის შიდა აკუსტიკა გულისხმობს პირდაპირი და არეკლილი ბგერის შესწავლას და ანალიზს. სათანადო აკუსტიკა აუცილებელია ყველა სივრცეში, სადაც ხმა გადაეცემა მსმენელს, რომელიც მოიცავს როგორც მეტყველებას, ასევე მუსიკას. ეს სივრცე შეიძლება იყოს საკონცერტო დარბაზი ან სასწავლო კლასი, ოფისი ან რესტორანი. შესაბამისად, აკუსტიკის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს სივრცის დანიშნულებას. მაგალითად, მიზანშეწონილია გამოიყენოთ მეტი შთამნთქმელი ზედაპირი მუსიკალურ სტუდიებში, ვიდრე ოფისებში ან საცხოვრებელ ოთახებში, რადგან ეს სივრცეები არ მოითხოვს დაბალ რევერბერაციის დროსა და ბგერის ცოცხალ ჟღერადობას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთსა და იმავე სივრცეში მეტყველების და მუსიკის შესაფერისი აკუსტიკური გადაწყვეტის შექმნა, მაგრამ ეს ხშირად გარკვეული კომპრომისით მიიღწევა.

ჩვენი სერვისი გულისხმობს სამუშაოების ადგილზე ზედამხედველობას, შესასყიდ მასალათა რევიზიას, ასევე საბოლოო აკუსტიკურ აზომვებს, რაც განსაზღვრავს პროექტირების სწორ შესრულებას. ობიექტზე აკუსტიკური გარემოს შეფასებისას, მხედველობაში ვიღებთ ისეთ გარემოებებს როგორიცაა ხმის იზოლაცია, შიდა აკუსტიკა და ხმაურის კონტროლი.

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: