ხმის იზოლაცია

შენობის ხმის იზოლაციის დიზაინი მოიცავს მთლიანად შენობას, დაწყებული სივრცეებს შორის ხმაურის, აგრეთვე დანადგარებიდან მომდინარე საჰაერო და სტრუქტურული ხმაურის იზოლაციით დამთავრებული.

აკუსტიკის პროექტი საჭიროა საცხოვრებელ, სასტუმრო, საგანმანათლებლო თუ კომერციულ შენობებში. როგორც ძალიან ხმაურიანი, ისე ძალიან ჩუმი გარემო შეიძლება სირთულეს უქმნიდეს სივრცის აკუსტიკას.

ხმის იზოლაციის პროექტი შესაძლოა ახალი მშენებლობის ან ძველი შენობის განახლების და ცვლილებების ნაწილს წარმოადგენდეს, სადაც ძველი შენობა ნაგებობის საცხოვრებელ შენობად ან ოფისად გადაკეთება მიმდინარეობს. პროექტი შეიძლება მოიცავდეს როგორც  კომერციულ  შენობა ნაგებობებს, ისე საავადმყოფოებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს თუ საცხოვრებელ შენობებს.

პროექტის შედგენას ყოველთვის, მათი ფუნქციებიდან გამომდინარე, ვიწყებთ შენობებისა და ნაგებობების თითოეულ სივრცესთან დაკავშირებული აკუსტიკური და ხმის იზოლაციის მოთხოვნების  გათვალისწინებით.  გარდა ამისა, ვსაზღვრავთ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების სტანდარტის შესაბამისად განთავსების საკითხებს.

ხმის იზოლაციის პროექტირებისას ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ შემდეგ ძირითად ასპექტებზე:

  • ორ სხვადასხვა სივრცეს შორის ხმის იზოლაცია;
  • შენობის ფასადზე მოქმედი ხმაურის იზოლაცია;
  • ტექნიკური დანადგარებიდან მომდინარე საჰაერო თუ სტრუქტურული ხმაურის იზოლაცია;

რეგიონი და ენა

აირჩიე რეგიონი და ენა

Current selection: